სასწავლო პროექტის გეგმა


1.  პროექტის სახელწოდება:   მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“ სპორტის რომელი სახეობაა  ჩვენს ქალაქში აქტუალური“
2.  პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა შეგროვებას ,გადამუშავებას
      და კლასიფიკაციას          
3.  პროექტის აქტუალობა:  მათემატიკის სწავლება უფრო სახალისო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის.
4.  პროექტის მიზანი: მონაცემთა შეგროვების, დამუშავების უნარის გამომუშავება, მონაცემთა წარმოდგენის ხერხების და შერჩევის უნარის გამომუშავება ,  დამოუკიდებელი მუშაობისა  და  კვლევა-ძიების უნარი.
დაეუფლებიან მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას, ინფორმაციის დახარისხებას  და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების სახით. სადაც გამოყენაბული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიები.
   გამოუმუშავდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და  ურთიერთთანამშრომლობის  უნარი
5. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
6. ვადები , ხანგრძლივობა: 1 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები აგებენ დიაგრამებს სიხშირეთა ცხრილის მიხედვით და პოულობენ მონაცემთა რიცხვით მახასიათებლებს : მოდა , მედიანა ,დიაპაზონი საშუალო არითმეტიკული
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფანქარი, თაბახი, სახაზავი, ფერადი ფანქრები, კალამი კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):   აქტივობა 1:  შეიქმნება პროექტის განხორციელების  გეგმა.
მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფიდ( წინასწარ ავსებენ კითხვარს რის მიხედვითაც ვაჯგუფებ მოსწავლეებს) პირველი ჯგუფი გამოიკითხავს სკოლის მოსწავლეებს, მეორე ჯგუფი-18-დან 30 წლამდე მოსახლეობას, მესამე-30-დან 60 წლამდე, მეოთხე ჯგუფი 60 წელზე ზევით მოსახლეობას( ყველა თავის მეზობლებში)
აქტივობა  2.   პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის პერიოდში ყოველდღიურად ჯგუფის ლიდერის ინფორმაციის მოსმენა  და  შეგროვილი ინფორმაციის  დაფიქსირება  კომპიუტერში
 აქტივობა  3.    მონაცემების შეგროვების  დასრულების შემდეგ მოსწავლეები  აწარმოებენ კომპიუტერში საბოლოო აღრიცხვას,ცხრილებისა და დიაგრამების აგებას

   აქტვობა 4.   დავალება  ჯგუფებისათვის
 დიაგრამების მიხედვით გამოკვეთონ თავიანთ ასკობრივ ჯგუფში რომელი სპორტის სახეობაა აქტუალური.
აქტივობა 5.ყველა ჯგუფს დაევალება სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც მის ასაკობრივ ჯგუფში იქნება აქტუალური, მოიძიოს ინფორმაცია წარმომავლობის შესახებ და იმ სპორტის სახეობაში წარმატებული ქართველის შესახებ.
აქტივობა 5.  პრეზენტაცია
ოთხივე ჯგუფის წარმომადგენელი   საბოლოო დამუშვებულ ვარიანტს  წარმოადგენს    კლასის წინაშე  და გაუზიარებენ ერთმანეთს  შთაბეჭდილებებს
10.საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ესგ-სთან კავშირი: ისტ
11. პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ბასილაშვილი
12 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: liana.basilashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lianabasilashvili.blogspot.com

   

No comments:

Post a Comment