Saturday, November 3, 2018

გაკვეთილის გეგმა






გაკვეთილის გეგმის :
მასწავლებლის სახელი,გვარი: ლიანა ბასილაშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური:VIII კლასი
გაკვეთილის თემა: პითაგორას თეორემა
გაკვეთილის მიზანი: მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა
მათ. VIII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება    
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება     აღმოაჩინონ დამოკიდებულება მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის,  შეძლონ ერთ-ერთი გვერდის პოვნა დანარჩენი ორის საშუალებით,ჩამოაყალიბონ პითაგორას თეორემა
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების, თემის,მიზნის,შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
მინი ლექცია
მთელ კლასთან
კომპიუტერი
პროექტორი
3წთ.
2
საშინაო დავალების შემოწმებისთვის მოსწავლეები თავიანთ გვერდზე მჯდომებს რვეულებს უცვლიან და ამოწმებენ ერთმანეთის დავალებას,განსხვავებული პასუხების შემთხვევაში ინიშნავენ და შემდეგ არასწორი დავალებები კეთდება დაფასთან მოსწავლეების მიერ.
თანამშრომლობითი
სწავლება
წყვილებში მუშაობა
დაფა,ცარცი
7წთ.
3
 წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს: 1. როგორ სამკუთხედს ეწოდება მართკუთხა; 2. რა დამოკიდებულებაა მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის (სინუსის ,კოსინუსის და ტანგენსის განმარტება); 3. რაში მდგომარეობს სამკუთხედის უტოლობა; 4. რას ეწოდება კვადრატული ფესვი; 5. როგორ ვიპოვოთ მოცემული რიცხვის კვადრატი.
გონებრივი იერიში.
მთელ კლასთან

8წთ.
4
მოსწავლეებს ვყოფ 2 ჯგუფად თითოეულ ჯგუფს აქვს თვალსაჩინოება, რომელზეც მართკუთხა სამკუთხედია წარმოდგენილი. ვაძლევ დავალებას:გაზომონ სამკუთხედის გვერდების სიგრძეები და მოიფიქრონ მათ შორის რა დამოკიდებულებაა.
თანამშრომლობითი სწავლება
ჯგუფური მუშაობა
სახაზავი,ფანქარი
7წთ.
5
მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე,რომ ჰიპოტენუზის კვადრატი უდრის კათეტების კვადრატების ჯამს და აყალიბებენ პითაგორას თეორემას.
ქმედებაზე ორიენტირებული


3წთ.
6
სახელმძღვანელოს გამყენებით ამტკიცებენ პითაგორას თეორემას და ახდენენ ახალი მასალის შეჯამებას.
ქმედებაზე
ორიენტირებული

სახელმძღვანელო VIII კლ. გამომცემლობა „ინტელექტი“ გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე;
4წთ.
7
მოსწავლეები კომპიუტერში ხსნიან ამოცანებს პითაგორას თეორემაზე და შემდეგ ახდენენ პრეზენტაციას ინდივიდუალურად.იხილეთ დანართი 2.
პრობლემაზე
ორიენტირებული
ინდივიდუ
ალურად
(მრავალ კომპიუტერ
იან კლასში)
კომპიუტერი
დაფა ცარცი
9 წთ.
8
საშინაო დავალება: მოიძიონ ინფორმაცია პითაგორას თეორემაზე და სახელმძღვანელოდან ამოცანები გვ.150  N 1-10.

https://ka.wikipedia.org
https://ka.khanacademy.org/math/basic-geo/basic-geometry-pythagorean-theorem

2წთ.
9
შეფასება: ვაფასებ მიმდ.განმსაზღვრელი შეფასებით საშინაო დავალებისა და საკლასო სამუშაოს კომპონენტებში(წინასწარ შედგენილი და კათედრაზე დამტკიცებული შეფასების რუბრიკებით).იხილეთ დანართი 1.
შეფასება


2წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:   მოსწავლე  იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად. იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას,მსჯელობისას განასხვავებს წინაპირობებს და შედეგს.
შეფასება:     მიმდ.განმსაზღვრელი  საშინაო დავალებისა და საკლასო სამუშაოს კომპონენტებში(წინასწარ შედგენილი და კათედრაზე დამტკიცებული შეფასების რუბრიკებით).
ხელმოწერა: ლიანა ბასილაშვილი
თარიღი:  4. 11.2018 წ

1 comment:

  1. ვისწავლეთ საინფორმაციო კომუნიკაციების გამოყენება სასწავლო პროცესში , გაკვეთილის დაგეგმვა ისტ-ის გამოყენებით ,პრეზენტაციის გაკეთება ,ბლოგის შექმნა ... ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,პროდუქტიულო, საჭირო . დიდი მადლობა ქალბატონ ლიას

    ReplyDelete